Ahmad Jamal (Frederick Russell Jones) ცნობილი ამერიკელი ჯაზ პიანისტი. დაიბადა 1930 წლის 2 ივლისს Pittsburgh-ში, ( Pennsylvania ) იგი მაილს დევისის ფავორიტი პიანისტი იყო. მისი გავლენა იგრძნობა მაილს დევისის “First great quintet” შიც ,
რადგან აჰმადის თავისებური მეჩხერი სტილი ძლიერ კონტრასტში შედიოდა bebop ის მძიმე ხმოვანებასთან.
მაილს დევისმა თავის ალბომში Kind of Blue, კომპოზიციაზე “Freddie Freeloader” , Wynton Kelly ს სთხოვა
გამოეყენებინა სწორედ აჰმადის ჟღერადობა.
Ahmad Jamal ი ხშირი სტუმარი იყო მოწინავე ამერიკული კლუბების და ხშირად გამოდიოდა ევროპის დიდ ჯაზ ფესტივალებზე, ძირითადად James Cammack თან ( ბასისტი) და Idris Muhammad თან ( დრამერი) ერთად. ასევე რეგულარულად გამოდიოდა საქსაფონისტ George Coleman თან ერთად. Miles Davis, Randy Weston, Keith Jarrett, Jack DeJohnette და Gary Peacock – ყველა ეს ადამიანი აღიარებს მას როგორც მთავარ ფიგურას მუსიკალური რითმის და სივრცის გამოყენებაში, ასევე მის ნოვატორულ მულტი-ტონალურ მელოდიებს და მის უნიკალურ აკომპანიმენტის იმპროვიზებას. Continue reading
Ahmad Jamal (Frederick Russell Jones)
Miles Davis, (Miles Dewey Davis III)
მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 – 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.
საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დევისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული “ბებოპ” სტილის კომპოზიციები და გამოუშვა პირველი ქულ-ჯაზის ჩანაწერები. ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია მოდალური ჯაზისგანვითარების, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში. თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომლეზე დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დროდადრო კონფრონტაციული, პერსონალიით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო გახლდათ. Continue reading
Billy Cobham, jazz drummer
ამერიკელი ჯაზ დრამერი, კომპოზიტორი და ბენდის ლიდერი William C. Cobham დაიბადა 1944 წლის 14 მაისს , პანამაში. მისმა ოჯახმა პანამადან გადაინაცვლა ნიუ იორკში , სადაც ახალგაზრდა კობჰამმა ნიუ იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა , რომელიც 1962 წელს წარმატებით დაამთავრა. 1963-68 წლებში უკრავდა U.S. Army Band ში , შემდეგ საქსოფონისტ Stanley Turrentine თან და გიტარისტ George Benson თან. მისი ინტერესი შეჩერდა jazz fusion ზე , რომელიც შეიცავს jazz ის rock and roll ის და funk ის ელემენტებს.
მან დაიწყო მუშაობა Miles Davis თან, რომელთა ერთობლივი ნამუშევრები შეგხვდებათ Miles Davis ის ალბომებში Live-Evil და A Tribute to Jack Johnson. Billy Cobham ი ერთ-ერთი პირველია ვინც დაიწყო Open handed drumming ი , რაც იმას ნიშნავს რომ hi-hat და snare drum ის ერთდროულად დაკვრისას ხელები ჯვარედინად არ გადადის , რაც უფრო მობილურს და მოსახერხებელს ხდის დაკვრას. 1971 წელს Cobham-მა McLaughlin-თან ერთად ჩამოაყალიბა ჯაზფუჟენ ორკესტრი Mahavishnu Orchestra. Continue reading
Coleman Hawkins
6 წლისამ ისწავლა როიალზე დაკვრა.9 წლიდან კი უკვე ტენორ-საქსაფონზე უკრავდა.1922-1934 წლებში იგი ჰენდერსონის ორკერსტრში მუშაობდა.შემდეგ გაემგზავრა ინგლისში,სადაც გამოდიოდა ჯ.ჰილტონის ორკესტრში.უკრავდა აგრეთვე ჯ.რეინჰარდტთან.1929 წესლ დაბრუნდა ამერიკაში და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი.1939 წელას შესრულებულმა ნაწარმოებმა “BODY AND SOUL” მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა. 1940 წელს სათავეში ჩაუდგა ახალ ორკესტრს. შემდეგ ბოპის ზეგავლენით ჩამოაყალიბა პატარა ჯგუფი,ცოტა ხანს უკრავდა ჩ.პარკერსა და დ.გილესპისთან ერთად.1944-45 წლებში კალიფორნიაში ხელმძღვანელობდა სექსტეტს.
მიგვიანებით ისევ გაემგზავრა ევროპაში.1964 წელს გამოვიდა ბერლინის ჯაზ ფესტივალზე.
ჩემი აღწერა: ჰოკინსი იყო პირველი მუსიკოსი,რომელმაც პოპულარობა მოუტანა ტენორ-საქსაფონს და შექმნა შესრულების ისეთი სტილი,რონელიც სხვა მუსიკოსებისათვის სამაგალითო გახდა. Continue reading
Michel Petrucciani
მიშელ პეტრუჩიანი – საფრანგეთის, წარმოშობით იტალიელი გმირი, დაიბადა ოსტეოგენეზური არასრულყოფილებით. (მისი დაავადება ცნობილია ასევე “შუშილ ძვლის” სახელით). ის იყო დაახლოებით 90 სანტიმეტრი სიმაღლის. მას მხოლოდ ხელის მტევნები ჰქონდა ნორმალური ზომის, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის.
ის დაიბადა 1962 წლის 28 დეკემბერს მონპელიეში (საფრანგეთი) იტალიელების ოჯახში. პატარაობიდანვე უკრავდა მამამისის, ტონის ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტებზე, მამამისი – გიტარაზე, მისი ძმა, კი – ბასზე.
რვა წლისამ დაიწყო კლასიკური მუსიკის შესწავლა და სწორედ მაშინ დაინტერესდა ჯაზით. მას თავიდანვე უყვარდა იმპროვიზაცია და უნდოდა საკუთარი მუსიკის შექმნა.
მან თავის პროფესიული კარიერა დაიწყო 15 წლისამ, დრამერ და ვიბრაფონისტ Kenny Klarke-თან.
17 წლისა გადავიდა პარიზში და გამოუშვა თავის პირველი ალბომი. იგი რეგულარულად გამოდიოდა ჯაზფესტივალებზე. ამას მოჰყვა მეორე ალბომი, რომელიც საქსაფონისტ Lee Konitz-თან ერთად ჩაწერა დუეტში. Continue reading
Original Dixieland Jazz Band

26 თებერვალს ზუსტად 86 წელი შესრულდა რაც ჩაიწერა პირველი ჯაზზ ფირფიტა.
პირველი ფირფიტა ჩაწერა Original Dixieland Jazz Band-მა New York-ში victor-ს ჩამწერ სტუდიაში
ბენდი შედგებოდა ხუთი კაცისგან, სუყველა თეტრკანიანი და ნიუორლეანელი..
ბენდის ხელმძღვანელი იყო კლარნეტისტი Nick LaRocca
პირველ ფირფიტა გამოუშვეს 1917 წლის 7 მარტს და მალევე ის ჰიტათ იქცა!
Billie Holiday (Eleanora Fagan Goughy)
(Eleanora Fagan Goughy), ცნობილი ასევე “Lady Day” -ის ზედმეტ სახელით, დაიბადა 1915 წლის 7 აპრილს ფილადელფიაში, გაიზარდა ბალტიმორში (მერილენდი). მას მძიმე ბავშვობა ქონდა, რაც აისახა კიდეც მის პიროვნებაზე და კარიერაზე. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს. ბევრიც მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან გავრცელდა, რომელიც მან 1956 წელს გამოაქვეყნა. ამ წიგნის მიხედვით მისი სახლი იყო პირველი თავის ქუჩაზე, რომელშიც ელექტროენერგია გადიოდა. დედამის იყო ცამეტი წლის როდესაც ბილი შეეძინა. მამამისი, ჯაზ-გიტარისტი კლარენს ჰოლიდეი კი – 15 წლის. მშობლები მალე დაშორდნენ და მას დედა და ნათესავები ზრდიდნენ. მან ადრეულ წლებშივე დაანება სკოლას თავი და პროსტიტუიას მიჰყო ხელი.
რამდენიმე წელიწადში, დედამისთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. დასახლდა ჰარლემში და ადგილობრივ კლუბებში დაიწყო გამოსვლები. 1932 წელს იგი შეამჩნია ერთ-ერთმა პროდუსერმა, ჯონ ჰამონდმა, რომელმაც რამდენიმე სეშენი მოუწყო ბენი გუდმანთან.
1933 წელს პირველი ჩანაწერიც გამოსცა – “Your Mother’s Son-In-Law”. ერთი წლის შემდეგ 23 ნოემბერს იგი გამოვიდა “Apollo Theater” -ში პიანისტ ბობი ჰენდერსონთან ერთად. ამან კიდევ უფრო უბიძგა მას ხელი ბლუზისა და ჯაზისკენ. ცოტა ხნის შემდეგ მან დაიწყო რეგულარული გამოსვლები “52nd Street” -ზე მანჰეტენში.
მას არ ქონდა დიდი ვოკალური მონაცემები, თუმცა სხვებისგან გამოარჩევდა უმწიკვლო ხმა და აბსოლიტურად გულახდილი, ემოციური შესრულება. Continue reading
Nina Simone (Eunice Kathleen Waymon)
ნინა სიმონე ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი. (Miles Davis ) ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი,პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო 1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (nina simone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი,მოცეკვავე და მსახიობი.იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით წერდა.1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომ (I Put Spell on You a) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell onYou) (Feeling Goo) და (Ne Me Quitte Pa). Continue reading
Ella Jane Fitzgerald
ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald )ასევე ცნობილი, როგორც “ლედი ელა” (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით – პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, (ვირჯინია, აშშ) 1917 წლის 25 აპრილს; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.
ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, Continue reading
Diana Krall
Diana Krall დაიბადა 1966 წელს კანადის პატარა ქალაქ ნანაიმოში,
მამამისი James krall იყო ერთერთი განთქმული კოლექციონერი პლასტინკების,
ამიტომაც ბავშვობიდან დაიანა უსმენდა ისეთ მუსიკას რომელიც შემდგომ მისი გემოვნება დახვეწა.
მთლიანად ოჯახი ძალიან მუსიკალური ყავდა საღამოობით ხშირად პიანინოზე უკრავდნენ და მღეროდნენ ერთად ცნობილ ჯაზზ მუსიკებს,
თავად დაიანა 4 წლის ასაკიდან პიანინოზე უკრავს სკოლაში არაერთი ჯილდო მოუგია როგორც საუკეთესო პიანისტს.
შემდგომ დაიანას ყავდა ალბათ ყველაზე საუკეთოსო მასწავლებლები თუ ვინმე არსებობდა იმ დროისთვის.
თვითონაც მონდომებული იყო საკუთარი მუსიკა დაეწრა.
1994 წელს Diana Krall უშვებს ალბომს Jeff Hamilton-ისა და John Clayton-ის დახმარებით ალბობს ქვია:”Stepping Out”.
ამის შემდეგ მისი სოლო კარიერა იწყება და მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ჯაზზ შემსრულებლებს შორის.
არაჩვეულებრივ ხმასთან ერთად მისი გარეგნობა უამრავ მამაკაცს ხიბლავს.



