
კლიფორდ ბრაუნი დაიბადა 1930 წლის 30 ოქტომბერს,უილმინგტონი,დელავერი – 1956 წლის 26 ივნისს დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
მამის გავლენით,რომელიც მოყვარული მუსიკოსი იყო,კლიფორდ ბრაუნი მუსიკით 15 წლიდან დაკავდა.მუსიკამ ის ძლიერ გაიტაცა და ემზადებოდა მუსიკალურ თეორიაში,სწავლობდა საყვირზე,ფორტეპიანოზე,ვიბროფონზე და კონტრაბასზე დაკვრას.დენვერის ინსტიტუტში ცოტა ხნით მათემატიკაში ემზადებოდა,რის შემდეგაც მუსიკალური განათლება მერილენდის შტატის კოლეჯში განაგრძო.უკრავდა სტუდენტურ ორკესტრში და მისთვის არანჟირებებს წერდა რის გამოც მას სეციალური სტიპენდიაც მიანიჭეს.საყვირზე და ფორტეპიანოზე უკრავდა კენი დორჰემის,მაილს დევისის,ფესტ ნავაროს,მაქს როუჩის და ჯეი ჯეი ჯონსონის ბენდებში.ბოპერებს შორის მალევე მოიპოვა ავტორიტეტი.
1950 წელს მოყვა ავარიაში და ერთი წელი საავადმყოფოში გაატარა.სცენაზე დაბრუნდა დიზი გილესპისთან ერთად.1952-53 წლებში კრის პაუელის ბენდთან ერთად ტურნეში გაემგზავრა.შემდეგ მუშაობდა ტედ დემერონთან და ლაიონელ ჰემპტონთან.1954 წლის დასაწყისში მუშაობდა არტ ბლეიქისთან(ნიუ-იორკში),რის შემდეგაც კალიფორნიაში გადავიდა და მაქს როუჩთან ერთად კვინტეტი შექმნა,სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.კვინტეტთან ერთად 20-მდე ფირფიტა ჩაწერა.
დიდი ნიჭის მქონე მუსიკოსი,ერთ-ერთი საუკეთესო მესაყვირე მოდერნ-ჯაზისა.ჰარდ-ბოპის ერთ-ერთი ფუძემდებელი.1956 წლის 26 ივნისს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.მას ბენი გოლსონმა მიუძღვნა კომპოზიცია ” I Remember Clifford Brown”,სიმღერის ტქსტი კი ჯონ ჰენდრიქსს ეკუთვნის.



