Print Shortlink

გამოხატეთ თქვენი აზრი ჯაზ სერიებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ რომ Eastern Promotion-მა  საქართველოში ჯაზ კლუბის  არსებობას ჩაუყარა საფუძველი ,რაც  კარგად გამოიკვეთა ჯაზ სერიების გაკეთების შემდეგ, რომელიც ამ წელს დაიწყო და იმედი მაქვს ტრადიციად დაინრგება როგორც ჯაზ ფესტივალბი! მე თუ მკითხავთ გაამართლა 100%-ით! პირადათ მე გავიცანი რამდენიმე ახალი, მაღალი კლასის მუსიკოსი, აგრეთვე ცოცხლად მოვუსმინე სხვადასხვა კარგად ცნობილ მუსიკოსებს და ძალიან, ძალიან ვისიამუვნე! საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, ეს ჯაზ სერიები უნდა გაგრძელდეს? რა ფასი უნდა ღირდეს ბილეთი და  სახელი თუ არ გეცნობათ, ამ შემთხვევაში  გაინტერესებთ თუ არა მაღალი კლასის შემსრულებლების მოსმენა?

გთხოვთ ყველამ ვინც ნახავთ ამ პოსტს გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარების სახით აქ პოსტის ქვევით! (კომენტარის დაწერა ძალიან მარტივია) აგრეთვე მიიღოთ მონაწილეობა ქვევით მოყვანილ გამოკითხვებში!

(Please Login or Register to view this content)

Page 1 of 1

6 Responses

  1. dolgarmoni

    ბილეთის ფასზე – ძალიან ძვირია. კონცერტებზე არ დავდივარ და ამით გამოვხატავ ჩემს პროტესტს. მითხარით სხვა რომელ ქვეყანაში შეძლებს ძირითადი მასა აქ ჩამოყვანილი მუსიკოსების ამ ფასად ბილეთის გაყიდვას. დიდი ხანი უცხოეთში ვცხოვრობდი და ძალიან კარგ კონცერტებს ვესწრებოდი აქაური ფასის დაახლოებით მეოთხედ/მეხუთედად. მაგალითად, დავსწრებივარ “Art Ensemble of Chicago”-ს 15 დოლარად; John Zorns-ს 20 დოლარად. და თანაც ეს არ იყო პატარა კლუბებში დაკვრა. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები – თუ ცოტა წაუსნობებ წადი Blue Note კაფეში და მაგრა გაგპარსავენ. ან წადი ლინკოლნ ცენტრში მარსალისებზე და გადაიხადე დიდი ფული. მარა ეგეთ ადგილებში უკვე დიდი ხანია კარგი ჯაზი აღარ იკვრება. მანდ ფული იხდება ზეპურ სიტუაციებში და ბოჰემაში. აქ თუ მართლა გვინდა ჯაზური სიტუაცია სხვანაირი მიდგომები გვჭირდება

  2. tamta

    გამოკითხვები, მგონი საჭირო არც იყო :P ვერ წარმომიდგენია ვის უნდა მოუვიდეს თავში აზრად და თქვას რომ მსგავსი ღონისძიებები არ უნდა გაგრძელდეს. მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთ კონცერტზე ვიყავი და ახლა მეორეზე წავალ, მაინც ძალიან ბევრი რამე გავიგე.
    ბილეთების ფასს რაც შეეხება ჯაზზ ფესტივალზე მისაღები ფასები იყო. მართალია პარტერში ვერ გამოვიჭიმე, მაგრამ ამით არაფერი დამიკარგავს განსაკუთრებული ჯეიმს ქართერისა და მარკუს მილერის კონცერტი ცხოვრებაში არ დამავიწყდება, ისე ვისიამოვნე. უბრალოდ დასანანია, რომ ყველა კონცერტზე დასწრებას ვერ ახერხებ ადამიანი.
    რაც შეეხება ამ სერიებს, შენი აზრი ვიცი უკვე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სასურველი იქნებოდა დიდ დარბაზში ჩატარებულიყო და ერთი კონცერტის მაგივრად მინიმუმ ორზე წავიდოდი. თუმცა მეორე მხრივ რა თქმა, 100 ლარი შეიძლება ნებისმიერ სისულელეში შემოგეხარჯოს ადამიანს და იქიდან არაფერი დაგრჩეს. ახლა კი 100 ლარად ისეთი შემსრულებლის კონცერტს დაესწრები, ცხოვრებაში რომ ვერ იციოცნებებდი.
    უცნობ სახელებს რაც შეეხება, ჩემდა სამარცხვინოდ არასდროს გამეგო ქარტერის შესახებ და რომ გავიგე ჩამოდიოდა და მოვისმინე ალბომები აღვფრთოვანდი და მარკუსის გამო სულ აღარ მივდიოდი კონცერტზე, მეტიც დარბაზში შებრუნებაც აღარ მინდოდა ჯეიმსის კონცერტის შემდეგ. ასევე არაფერი ვიცოდი ჯოჯო მეიერის შესახებ, მართალია კონცერტს ვერ დავესწარი, მაგრამ კიდევ ბევრ მშვენიერ კომპზიციას გავეცანი.
    მოკლედ ეს სერიები, ფესტივალები ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს და ასეც უნდა გაგრძელდეს, ცოტა კიდევ დაიხვეწება და მთლად უკეთესი გახდება :) უაზრო კონცერტების ნაცვლად ხალხს თუ საშუალება მიეცემა ნამდვილ მუსიკას მოუსმინოს ამას რა სჯობს :) .

  3. gi_2_gi

    ყველაფერი მატერიალური უაზროა,როცა საქმე ჯაზს ეხება… უბრალოდ,მეტი ჯაზია ამჟამად საჭირო საქართველოში :)

  4. ..........

    kaiaaaaaaaa

Leave a Reply