Welcome
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება LiveinJazz.ge-ზე
ეს არის პირველი ქართული ჯაზ ბლოგი/ფორუმი.
რადგანაც ბლოგი/ფორუმი ჯერ ახალია, ყველას გთხოვთ ჩაერთოთ მის განვითარებაში. თუ შეამჩნევთ რამე უზუსტობას ან უბრალოდ გაგიჩნდებათ ახალი იდეა, გთხოვთ დაწეროთ ფორუმზე. დარწმუნებულები ვართ თქვენთან ერთად შევძლებთ ჯაზზის პოპულარიზაციას და ამ ფორუმის სრულყოფას! პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით
LiveinJazz.ge-ს ადმინისტრაცია.
P.S. ბლოგი ჯერ არ დასრულებულა…








მომწონს,რომ გამოჩნდა ერთი ადამიანი მაინც,რომელმაც თავზე აიღო საზოგადოებამდე ჭეშმარიტი მუსიკის მოწოდების პასუხისმგებლობა თავზე.მე მაინც გირჩევდით ვიდეოების,აუდიო ვერსიების რიცხობრივ ზრდას.და კონკრეტული ჟანრების მინიჭებაც კარგი იქნებოდა,თორემ ზოგი ჯაზ-როკს ეძებს ზოგიც ბი-ბოპს და ასე შემდეგ და ვერ ხვდებიან რას იწერენ(უცოდინარობის შემთხვევაში)
წარმატებები!
აბსოლიტურად გეთანხმებით , იმაში რომ ჯაზზის ჟანრები უნდა მომრავლდეს და მინიშნებული უნდა იყოს ყველა პოსტზე თუ რა ჯანრის მუსიკაა, საპწუხაროდ ჯერ არ გვყავს ბევრი აქტიური მომხმარებელი, ხალხი შემოდის მაგრამ პოსტებს არ დებენ, იმედია მალე ესეც გამოსწორდება. ვინც კი დადო პოსტი ყველას ვტხოვე ინფორმაცია დაედო, რადგან ჯაზის მსმენელისტვის ეს აუცილებელი, ზოგმა გაიგო,ზოგმა ვერ.
ჩვენ მაინც იმედს არ ვკარგავთ და იმედია მალე ამ ჭეშმარიტ მუსიკას ჩვენი საიტის დახმარებით ბევრი მოუსმენს.
კარგი საქმე წამოგიწყიათ ღმერთმანი. 12 სერიას ვეძებდი და შემთხვევით შემოვიხედე აქ. მომწონს დიზაინი.