
ფილმი ჯაზზე.
სად დაიბადა და როგორ განვითარდა ჯაზი.
სულ 12 სერია.
p.s. დიდი მადლობა guramat-ს
ფილმი პირველი – ”ჯაზის დაბადება” (…-1917)
ფილმის აღწერა: ჯაზის ისტორია იწყება მეცხრამეტე საუკუნის 90_იან წლებში, ახალ ორლეანში, სადაც ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო კრეოლური მელოდიებით, მარშის ორკესტრებით, იტალიური ოპერის არიებითა და სხვა ტიპისა თუ ჟანრის მუსიკით.. ამ მრავალფეროვნებიდან დაიბადა რეგტაიმის სინკოპირებული რითმი, ტკივილისა და ტანჯვის უზადოდ გამომხატველი ბლუზის ხმები და ყველაფერი ის, რასაც ძალიან მალე, ახალი საუკუნის განთიადზე დაერქმევა ”ჯაზი”. ამ დროისთვის ცოტას თუ მოუსმენია ეს მუსიკა, მას მხოლოდ შავკანიანი მუსიკოსები ასრულებენ და ისიც მხოლოდ სტორვილის წითელი ფარნების ქუჩის დაწესებულებებში, მაგრამ 1917 წელს მასაც ხურავენ. მუსიკოსები ბედის საცდელად ჩიკაგოში მიემგზავრებიან. ორკესტრი სახელად ”Original Dixieland Jass Band” წერს რამოდენიმე პიესას, რომლებმიც ელვისებური სისწრაფით გახდნენ ჰიტები. ”ჯაზური ციებცხელება” იპყრობს ამერიკას. დგება მეოცე საუკუნე და მასთან ერთად ჯაზის ეპოქა.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:05
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 697 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეორე – ”ნიჭი” (1917-1924)
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 593 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მესამე – ”ჩვენი ენა” (1924-1929)
ფილმის აღწერა: ამერიკაში საფონდო ბირჟის სწრაფი ზრდაა, ცხოვრების ტემპები იმატებს, ყველგან ჯაზი ისმის. სცენაზე გამოდიან ვირტუოზი შემსრულებლები: ბიკს ბაიდერბეკი და ახალგაზრდა ბენი გუდმანი. ბესი სმიტის სიმღერების ნაკრები სახელად ”ბლუზის დედოფალი” საფუძვლად ედება შანკანიანთა ხმის ჩამწერი სტუდიის შექმნას. ისედაც ძალიან პოპულარული ”კოტონ” კლუბი გარლიმზე წარმოუდგენელ პოპულარობას აღწევს მას შემდეგ რაც იქ საღამოები დიუკ ელინგტონის მომაჯადოებელი მუსიკით იჟღენთება. თვით ელინგტონი, რომლის მუსიკებიც რადიომ თითქმის ყველა სახლში შეიტანა, ამიერიდან ხდება ნაციონალური კუმირი. ამავე დროს ლუის არმსტრონგი მისი განუმეორებელი სოლოთი, იმპროვიზაციით, სკეტის შესრულებითა და უბადლო შედევრით – ”West End Blues”, ჯაზის ისტორიის ახალ ფურცელს ფურცლავს.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:49
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 699 МB
Please Login or Register to view this content
მეოთხე ფილმი – ”ბრწყინვალე მანუგეშებელი” (1929-1935)
ფილმის აღწერა: დიდი დეპრესიის დროს ჯაზი ერთადერთი მომასულიერებელია გატეხილი და დათრგუნული ამერიკისათვის. ლუის არმსტრონგი ახდენს გადატრიალებას თვით პოპულარული მუსიკის გაგებაში და ხდება ამერიკული ესტრადის პირველი ვარსკვლავი. გარლემის საუკეთესო სახცეკვაო დარბაზებს იპყრობს ახალი ცეკვა ” Lindy Hop” ჩაკ ვების ორკესტრის შესრულებით. დიუკ ელინგტონის მუსიკამ გადააბიჯა ჟანრის ჩარჩოებს და მიაღწია ისეთ სიმაღლეებს რომ კრიტიკოსები მას მოიხსენიებენ როგორც ახალ სტრავინსკის. ბენი გუდმანის ტურნე საქვეყნოტ ცნობილი გახადა მისმა ბრწყინვალე გამოსვლამ ლოსანჯელესში. მისი ბიგ-ბენდის ხმებს ჭკუიდან გადაყავს ”პალომარის” დარბაზში შეკრებილი ასობით ადამიანი, რომლებიც არა მარტო ცეკვავენ დღე და ღამე გადაბმულად, არამედ უკვე სვინგირებენ, რადგანაც დგება სვინგის ერა.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 700 МB
Please Login or Register to view this content
მეხუთე ფილმი – ”სვინგი: ნამდვილი სიამოვნება” (1929-1935)
ფილმის აღწერა: ამიერიდან ჯაზს ახალი სახელი აქვს – სვინგი. ახალგაზრდობა თავიანთი კუმირების, ტომი დორსის, ჯიმი ლანსფორდის, ბენი გუდმანის და გლენ მილერის მუსიკაზე ცეკვავდა ჯიტერბეგს, ეს 30-იანების როკენროლია. ბილი ჰოლიდეი, საუკუნის ყველაზე ნიჭიერი და ტრაგიკული მომღერალი აკეთებს თავის პირველ ნაბიჯებს ჯაზში. ხოლო ჩიკაგოში მხარდამხარ შემოქმედი ბენი გუდმანი და ტედი უილსონი რევოლუციას ახდენენ და ამტკიცებენ, რომ ჯაზი რასობრივ დისკრიმინაციას არ აღიარებს. 1937 წლის 11 მაისს ბენი გუდმანი და ჩაკ ვები ”საუკუნის მუსიკალურ დუელში” იბრძვიან. ოთხი ათასი მოცეკვავე, რომლებიც ბოლომდე ავსებს გარლემის საკონცერტო დარბაზ “სავოის”, ხდება მოწმე ორი გიგანტის გრანდიოზული ჭიდილისა, რომლის შემდეგაც გუდმანს იხსენიებდნენ როგორც ”სვინგის მეფეს”.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 619 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეექვსე – ”სვინგი: ზეიმის რითმი” (1937-1941)
ფილმის აღწერა: დიდი დეპრესია გრძელდება, ჯაზი კი უფრო და უფრო ვითარდება, იზრდება და იპყრობს სულ უფრო და უფრო დიდ მაშტაბებს. ყველა ჭკუიდან გადაყავს საქსაფონის ხმას. ამერიკა მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდება ვირტუოზ საქსაფონისტებს – ლესტედ იანგსა და კოლმან ჰოკინსს. ჯაზური მუსიკის შემსრულებელთა შორის სცენაზე სულ უფრო და უფრო ხშირად გვევლინებიან სუსტი სქესის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ხშირად განიცდიან რასობრივ და გენდერულ დისკრიმინაციას კრიტიკოსებისა და თვით კოლეგებისგანაც. სწორედ ასეთ დროს ახერხებს ელა ფიცჯერალდი ახალ-გარდაცვლილი ჩაკ ვების ორკესტრის სათავეში ჩადგომას და იწყებს თავბრუდამხვევ სოლო კარიერას. ჯაზი აღიარებულ იქნა ეროვნულ სიმდიდრეთ: პირველად ამერიკის ისტორიაში, ნიუიორკის წმინდათ-წმინდა საკონცერტო დარბაზ ”კარნეგი ჰოლში” ჟღერს ჯაზი.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:59:09
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 610 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეშვიდე: ”ვსვინგირებით ვუწყობთ ფეხს დროს” (1940-1942)
ფილმის აღწერა: მეორე მსოფლიო ომმა ამერიკასაც მიაღწია. სულ ცოტა ხნის წინ, საროსკიპოებში ხშირად ჟღერისათვის, შემსრულებლებისადმი რასობრივი შეხედულებებისა და თავაშვებული თავისუფლების სულისკვეთების გამო ამერიკის ინტელიგენციისათვის აქამდე მიუღებელი მუსიკა – ჯაზი – უცებ ხდება მნიშვნელოვანი სტრატეგიული იარაღი. ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებს გლენ მილერისა და დები ენდრიუსების მუსიკა, ორკესტრანტები ან ჯარში ეწერებიან ან წერენ ”გამარჯვების დისკებს”, მაგრამ სანამ მთელი ამერიკა მარშირებს ”ამერიკული პატრულის” ხმების ქვეშ, გარლემში დიზი გილესპი და საქსაფონისტი ჩარლი პარკერი იწყებენ დაკვრას სრულიად ალებურად: ჩქარი, ნერვიული და ხშირად ქაოსური მანერით.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 529.28 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მერვე: „ქაოსის გახელოვნება“ (1943-1945)
ფილმის აღწერა: ევროპა ომშია გახვეული. ფაშისტების მიერ აკრძალური ჯაზი ხდება წინააღმდეგობის მუსიკა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს რომ ღირებულებები, რომლებისთვისაც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ჯაზი ევროპაში იბრძვის მისსავე სამშობლოში ფეხქვეშ ითელება. დიუკ ელინგტონი წერს სიმფონიურ კრებულს სახელად „Black, Brown & Beige“, რომელსაც იგი შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გამოძახილად თვლის. ლუი ჯორდანის წყალობით პოპულარული ხდება მუსიკა, რომელსაც მალე მონათლავენ როგორც „Rithm & Blues“ , ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის კი შემოაქვთ ჯაზის ახალი მიმართულება „Bee Bop“, ხოლო როდესაც მათ შესახებ ფართო საზოგადოება იგებს, ჯაზი ხდება სრულიად სხვა, ახალი და ამოუცნობი.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 678.38 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეცხრე: „რისკი“ (1945-1949)
ფილმის აღწერა: დგება „ცივი ომის“ ეპოქა, რომელიც ჯაზში ბიბოპის წყვეტილი, დაყოფილი და დისონირებადი რითმებით ისახება მისივე ფუძემდებლის და ყველაზე დიდი წარმომადგენლის ჩარლი პარკერის შფოთიანი ცხოვრების ფონზე. იმპროვიზაციები აზარტული თამაშების რისკიან გარემოში, ნარკოტიკების, ქუჩური გარჩევების, ქაოტური და სწრაფი ცვლილებებები ყველა მიმართულებით აყალიბებს ახალ წესრიგს.. ახალგაზრდობას გამოუჩნდათ ახალი კუმირები – ფრენკ სინატრა და პოპ – მუსიკა. ლუის არმსტრონგი ქმნის ორკესტრს სახელწოედებით „ყველა ვარსკვლავი“, აკომპლექტებს თეთრკანიანი მუსიკოსებით, რის გამოც 1949 წელს მის კონცერტებს ნიუ-ორლეანში კრძალავენ რასისტები. იმავე დროს პროდიუსერი ნორმან გრანცი მოითხოვს ყველა მუსიკოსის მიმართ თანაბარ მოპყრობას, თანასწორობას. მისი „ჯაზისა და ფილარმონიის“ გასტროლებმა მთელ ამერიკას აჩვენა არა მარტო ბრწყინვალე ჯაზი, არამედ დაანახა
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 697.88 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეათე: ”მომაჯადოებელი” (1949-1960)
ფილმის აღწერა: თითქოსდა მთელმა თაობამ მუსიკოსებისა გადაწყვიტა დაემტკიცებინა საკუთარი თავისა და მსმენელთა წინაშე თვით შეუდარებელი ჩარლი პარკერის ჩრდილიდან გამოსვლის არამარტო შესაძლებლობა არამედ აუცილებლობაც. ტელონიუს მონკის ექსცენტრიული და სადა ინდივიდუალობა ისახება სრულიად ახალ და განსაკუთრებულ მუსიკაში, რომელიც დიდად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან. ჯონ ლუისისა და მისი დახვეწილი, ელეგანტური ”თანამედროვე ჯაზ კვარტეტის” წყალობით ბი-ბოპი არსებობის ახალ ხარისხობრივ საფეხურზე ადის. კალიფორნიაში გაჩნდა რბილი და თბილი ”Cool Jazz”, დეივ ბრუბეკი კი ქმნის თავის პირველ ალბომს ”Time Out”, რომელიც წარმოადგნს კლასიკური მუსიკისა და ჯაზის უზადო შერწყმას და რომელიც სწრაფადვე ხდება ბესცელერი. 34 წლის ასაკში ჩარლი პარკერს სიცოცხლეს ჰეროინის ჭარბი დოზა უსწრაფებს. მის მოწაფე და პარტნიორ მაილს დევისს კი ჯაზი გაჰყავს ყოველგვარი საზღვრებიდან და მიუძღვება ახალ-ახალი ჰორიზონტებისკენ.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 618.84 МB
Please Login or Register to view this content
მილმი მეთერთმეტე: ”თავგადასავალი” (1956 – 1962)
ფილმის აღწერა: ომის შემდგომი განვითარება გრძელდება, მაგრამ სახეზეა ასევე მაშტაბური ცვლილებები: ტელევიზია, ემიგრაცია ქალაქიდან ქალაქგარე უბნებში, თაობებს შორის კონფლიქტი. ახალი ნიჭიერი მუსიკოსების თაობა საფუძველს უქმნის უქმნის მუსიკის ახალ მიმართულებებს. 1956 წელს ყველა ჰიტპარადში ელვის პრესლი მეფობს, თუმცა ამავე დროს მოთხოვნა დიუკ ელინგტონის ჩანაწერებზე რეკორდულ მაშტაბების აღწევს. მუსიკალური სცენის წინა პლანზე გადმოდიან ჯაზ-ბალადების უბადლო შემსრულებელი სარა ვოუნი, გენიალური საქსაფონისტი სონი როლინსი და ეპოქის ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი – მაილს დევისი. ერთად შერწყმული ნიჭისა და ”მაგარი ბიჭის” იმიჯის გამო (რომელიც მაილს დევისს ხდის ახალი ტიპის ვარსკვლავად), ჯაზზს მილიონობით ახალი თაყვანისმცემელი ემატება. სამოციანების დასაწყისში მძლავრი ნაკადითა და დიდი ტალღებით შემოდის ავანგარდული ჯაზი, ჯონი კოლტრეინისა და ორნეტ კოლმენის წინამძღვრობით. ეს ახალი ტერიტორიების აღმოჩენა და ათვისებაა.. და ეს უკვე სულ სხვა მუსიკაა.. პირველად ჯაზის არსებობის ისტორიის განმავლობაში მუსიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: ეს რასაც ჩვენ უკრავთ ისევ ჯაზია თუ ..??..
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 562.84 МB
Please Login or Register to view this content
ფილმი მეთორმეტე: ”შუაღამის შედევრი” (1962 – 2001)
ფილმის აღწერა: სამოციანები. ჯაზს მძიმე დრო უდგას. ახალგაზრდობის გონება როკ-მუსიკაშია გახვეული. ბევრი ჯაზმენი, მაგალითად ბრწყინვალე საქსაფონისტი დექსტერ გორდონი ევროპაში მიემგზავრება. ჩარლზ მანგუსი, არჩი შეპი, ჯონ კოლტრეინი და სხვები ეძებენ თავიანთი მუსიკისთვის შესაფერის ადგილს შეცვლილ რეალობაში. მაილს დევისი განაგრძობს თავის ექსპერიმენტებს მუსიკაზე, ჯაზისა და როკის შერწყმით კი იბადება ახალი განხრა სახელად: ”jazz fusion”,რომელიც მალევე ფანტასტიკურად პოპულარული ხდება. 1976 წელს ევროპიდან დექსტერ გორდონის ტრიუმფალურ დაბრუნებასთან ერთად ბრუნდება ჯაზიც. სცენაზე გამოდის ჯაზმენთა ახალი თაობა, რომელთა სიმბოლოდ ხდება ახალგაზრდა კლარნეტისტი უინტონ მარსალისი: კლასიკური მუსიკალური განათლება, ”მეცნიერული” იმპროვიზაციის ნიჭი და უნარი უკრას ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. თავის 100 წლიან იუბილეს ჯაზი ხვდება პოპულარობის ახალ მწვერვალებზე.
ენა: რუსული
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა: 00:58:17
ფაილი:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: DVDrip
გამოსახულება: Width: 576px, Height: 432px [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 1522Kbps, Quality: 0.25b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 48000Hz, BitRate: 132Kbps, Codec: MPEg 1 or 2 [MP3]
ზომა: 1.56 GB




დიდი მადლობა !!!
ააააა ძალიან მაგარია!
მადლობაააააააა!!!!
კარგია, და შენ forum.ge_ს ჯაზის თემიდან ხარ რომელიმე? რომელი ხარ? კარგი საიტი გაგიკეთებია..
დიდი მადლობა… მაგრამ თხოვნა მექნება DOWNLOAD 9 შეასწოროთ
ვასკა
შესწორებულია DOWNLOAD 9
ძალიან, ძალიან მაგარი ფილმია. მე სხვა საიტიდან მაქვს გადაწერილი და ჩემს კინოთეკაში საპატიო ადგილი უკავია.
აუ ძალიან გთხოვ ლინკები შეასწორე რა
კი კი აღვადგენ რამდენიმე დღეც მაცადეთ და დავდებ ახალ ლიკნკებს:)
au dzalian gtxovt gaasworet ra linkebi ra… vegar viwer saertod da dzaaaaaaalian mindaaaa… damexmaret…
თუკი დაამატებთ ჯაზის სერიებს კარგი იქნება.
4,5,6,8,10 ესენი არ გაქვთ იქნებ დადოთ…
ყველა ლინკი გასწორებულია:)
მოკლედ ბოლომდე არაფერი არ გაქვთ…
მე-5 სერიის მაგივრად მე-3 სერიაა.
იმედია გაითვალისწინებთ და გამოასწორებთ შეცდომებს…
Mikheilendeladze
ნუ ღელავთ უახლოეს დროში ყველაფერს გამოვასწორებთ:)
ყველაფერი კარგია ძაან მაგრამ თუ გაასწორებთ კიდე უკეთესი:) და Thelonious “sphere” Monk ორი სიტყვა მაინც ეთქვათ…. რა უნამუსობააა…..
დამწყებებისთვის მართლა კარგია და კიდე რამე საინტერესოს თუ დააგდებტ კაის იზავთ….
))
შენ გაიხარე,უგრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო,4 ნაწილი მაკლდა და აი აქ აღმოვაჩინე.
და რა მინდა ვთქვა,მართლაც რომ უნიკალური ფილმია,თუნდაც იმიტომ,რომ დოკუმენტურ მასალას შეიცავს.
კიდევ დიდი მადლობა!!!
აუ გთხოვთ იქნებ მეთორმეტე სერიის ლინკი ჩაასწოროთ… ვერ ვიწერ
ver vicer
((
განახლდა ყველა სერია რომელიც ითხოვდა გაანხლებას:)
dzaaan magariaaa madlobt:)
დიდი მადლობა..
მიყვარხართ ყველანი..
ჯაზი თავისუფლებაა, ვიცხოვროთ ჯაზურად!
auu jaco pastiusis linkebi gaasworet ra gtxooovt heavy weather mindaaaa yvelaze dzaaaan da ver viwer:(:( da svebic:)
მეოთხე ფილმის მაგივრად მეორეა.. გთხოვ გაასწორე…
allmovies.ge ზე ლინკები არასწორედ აქვთ მითითებული და სანამ გადმოიტანდე შეამოწმე.. მინდა რო ყველა ჯაზის მოყვარულს ადვილად მიუწვდებოდეს ამ ფილმზე ხელი..